წვალებით - ინგლისმა შვეიცარიას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისმა შვეიცარია პენალტების სერიაში დაამარცხა და 1/2-ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.

მატჩი ლამაზი სანახავი არ გამოდგა. 75-ე წუთზე ემბოლომ ნდოიეს გადაცემულ ბურთს პიკფორდის კარში მიუჩინა ადგილი და შვეიცარია დააწინაურა. თუმცა, საკამ მალე შორიდან ანგარიში გაათანაბრა (ეს კარში ინგლისელთა პირველი დარტყმა იყო) და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.

ექსტრა ტაიმებში უფრო აქტიურები შვეიცარიელები იყვნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს, 1:1, პენალტების სერიაში კი საუთგეიტის გუნდმა იმარჯვა.

ინგლისის ნაკრებმა ტურნირზე ძირითად დროში მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო.

10 ივლისს, ნახევარფინალში ინგლისი ნიდერლანდებსა და თურქეთს
შორის გამარჯვებულს შეხვდება.

დიუსელდორფი. „დიუსელდორფ არენა“. 46 907 მაყურებელი
ინგლისი - შვეიცარია 1:1 (პენ 5:3)
გოლები: 0:1 ემბოლო (75), 1:1 საკა (80)

altინგლისმა სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ინგლისმა ეს ევრო თუ მოიგო და არგენტინამ - კოპა, სამუდამოდ ამიცრუვდება ფეხბურთზე გული. აზრი აღარ ექნება ყურებას. ანგარიშებს ისედაც გავიგებ-ხოლმე და.
alejandro
23:07 06-07-2024
7
უსახური ინგლისს ვინმე ისევ თვლის ფავორიტად?
ლაშა
22:48 06-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული