"არავის შეუძლია თქვას, რა გველოდება მომავალში. წინა სეზონის დასრულების შემდეგ, მართლაც ჩავატარე შეხვედრა "ბორუსიას" ხელმძღვანელობასთან. განვაცხადე, რომ მინდოდა რაღაც ახალი მეცადა. სრულიად პატიოსანი ვიყავი მიხაელ ცორკისა და ჰანს-იოახიმ ვატცკეს წინაშე.
მაგრამ ვერც ერთმა კლუბმა, რომელსაც ჩემი შეძენა სურდა, ვერ განახორციელა ტრანსფერი. ამიტომაც, ვრჩები "ბორუსიაში".
მე ეს მახარებს: დორტმუნდში ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში.
ჩინეთი? რა თქმა უნდა, ასეთი ვარიანტი იყო. მათ დიდი ფული შემოგვთავაზეს და სავსებით ნორმალურია, რომ დავფიქრდი.