"რეკორდმაისტერის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ სანშეშს შეუძლია დარჩეს, თუ უნდა წავიდეს და ეს მათთვის პრობლემა არაა. კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა თქვა, რომ რენატუმ ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია თითქოს სანშეშის სამსახურით ლონდონის "ჩელსი, "მილანი" და ტურინის "იუვენტუსი" არიან დაინტერესებული.