ანჩელოტი: სანშეშს უპრობლემოდ შეუძლია წავიდეს

AutoSharing Option
შარშან ლისაბონის "ბენფიკადან" 35 მილიონ ევროდ შეძენილმა 20 წლის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა რენატუ სანშეშმა ვერ გაამართლა გაცემული ავანსები, მიუნხენის "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა და გუნდის გამოცვლა სურს.

"რეკორდმაისტერის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ სანშეშს შეუძლია დარჩეს, თუ უნდა წავიდეს და ეს მათთვის პრობლემა არაა. კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა თქვა, რომ რენატუმ ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია თითქოს სანშეშის სამსახურით ლონდონის "ჩელსი, "მილანი" და ტურინის "იუვენტუსი" არიან დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული