შტეფან ეფენბერგის, ოლივერ კანისა და მარიო ბასლერის შემდეგ, აგერ, იტალიელი სპეციალისტი "რეკორდმაისტერის" ცოცხალმა ლეგენდამ, პაულ ბრაიტნერმაც გააკრიტიკა. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონი მიიჩნევს, რომ გერმანული გრანდი პროგრესის ნაცვლად რეგრესირებს. შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიუნხენელებმა გასვლაზე "ჰოფენჰაიმთან" 0:2 წააგეს.
"ბაიერნის" თამაშში არ ჩანს ის სიგიჟეები და აგრესია, რაც იყო გვარდიოლას დროს. სულ მცირე, გუნდმა ერთი ნაბიჯი გადადგა უკან. ანჩელოტის არ დაუსახავს მიზნად ფეხბურთელების გარჯის სრულყოფა, არ არის იდეებიც. მგონი, ამას ყველა ხედავს. ასე
სამაგიეროდ, ანჩელოტი დაიცვა "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა ოტმარ ჰიტცფელდმა. აი, მისი სიტყვებიც: "ანჩელოტის უნდა ვაცადოთ. საერთოდ, როცა "ბაიერნს" ეხება საქმე, ყველაფერი სხვანაირადაა. როცა სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება ტიაგო, ყველა დუმს. როცა თადარიგშია მიულერი, მაშინ საკითხი პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს იმიტომ, რომ ის გერმანელია", - განაცხადა ჰიტცფელდმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"