რობენი: ანჩელოტის ვარჯიშებს იუნიორთა გუნდში მეცადინეობა ჯობია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა ლეგიონერმა არიენ რობენმა გუნდის ყოფილი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ვარჯიშებისადმი მიდგომა გააკრიტიკა.

"უმჯობესია, ჩემი ვაჟის იუნიორთა გუნდში ივარჯიშო, ვიდრე ანჩელოტის ხელმძღვანელობით", - განაცხადა ნახევარმცველმა. როგორც Spox.com ირწმუნება, ჰოლანდიელმა ეს სიტყვები "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს წინაშე წარმოთქვა.

გამოცემა აზუსტებს, რომ "ბაიერნის" მწვრთნელმა აუკრძალა ფეხბურთელებს დამოუკიდებელი ვარჯიში, რის გამოც მოთამაშეები მალულად ასრულებდნენ დამატებით ვარჯიშებს გუნდური მეცადინეობების შემდეგ. ამასთან, ჯოშუა კიმიხი და კინგსლი კომანი მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობასთან ინტერესდებოდნენ იმის თაობაზე - რამდენად გამოსადეგნი იყვნენ გუნდისთვის, რადგან ანჩელოტის მხრიდან აგდებულ დამოკიდებულებას გრძნობდნენ.

ESPN-ის
მიუნხენელი კორესპონდენტი მარკ ლოველი წერს, რომ ფეხბურთიდან წასულმა ფილიპ ლამმა და ჩაბი ალონსომ შარშან "ბაიერნის" დირექტორატთან დაიჩივლეს ანჩელოტის საწვრთნელი პროცესის გამო. "იტალიელმა ამ ზაფხულს დიდი გაჭირვებით შეინარჩუნა პოსტი", - აღნიშნა ლოველმა.

"ბაიერნმა" კარლო ანჩელოტი 28 ოქტომბერს გაათავისუფლა და ახლა გუნდს დროებით ხელმძღვანელობს ვილი სანიოლი. მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად "დორტმუნდის" ყოფილ დამრიგებელს, თომას ტუხელს ასახელებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული