იუპ ჰაინკესის "ბაიერნი" - სრული სვლით

AutoSharing Option
რაც იუპ ჰაინკესი დაბრუნდა "ბაიერნის" მწვრთნელად, მისი გუნდი თამაშს თამაშზე იგებს, თანაც, დორტმუნდის "ბორუსიამ" ქულების დაკარგვა დაიწყო და შედეგად, მიუნხენური გრანდი ბუნდესლიგაზე გალიდერდა.

გერმანიის ჩემპიონატის მე-10 ტურში "რეკორდმაისტერმა" იმ "ლაიპციგს" უმასპინძლა, რომელსაც სამიოდ დღის წინ თასზე გასვლაზე თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია. მაშინ მსაჯმა აღმოსავლეთგერმანელებს ნახევარმცველი კეიტა 53-ე წუთზე გაუძევა, დღეს კი მცველი ორბანი უკვე მეცამეტეზე.

ჰოდა, პირველივე ტაიმში გაუტანა "ბაიერნმა" მეტოქეს ორი გოლი (ხამეს როდრიგესმა და ლევანდოვსკიმ) და საქმე მოუთავა. 2:0 და ჰაინკესის გუნდი 23 ქულით პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკიმ
პირველობის 10 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

ამდენივე გოლი აქვს გატანილი მასთან ერთად ჩემპიონატის თანაბომბარდირს ობამეიანგს, რომლის გუნდიც სტუმრად დამარცხდა "ჰანოვერთან" (2:4).

მიჯრით მე-6 შეხვედრა დაასრულა ფრედ "ვოლფსბურგმა". "მგლები" ამჯერად გელზენკირხენში "შალკეს" დაუზავდნენ - 1:1.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული