"შალკემ" რურის დერბიში 0:4-დან შეძლო გადარჩენა და რა გასაკვირია, რომ ფრანკფურტში 0:2-დან მივიდა ფრემდე. გელზენკირხენელთა მშველელი ისევ ნალდო გახდა, რომელმაც 95-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში.
"მაინცი" უკვე მე-17 წუთზე აგებდა 0:2-ს "ვერდერთან", მაგრამ ბრემენელებმა ვერ შეინარჩუნეს უპირატესობა და 70-ე წუთზე, კომპენსირებულ დროში გაუშვეს.
ყველაზე დაუჯერებელი ქამბექი "აუგსბურგმა" შეძლო "ფრაიბურგთან" საშინაო მატჩში.
მასპინძლების ფორვარდმა ფინბოგასონმა პირველ წუთზე გახსნა ანგარიში. შემდეგ სტუმრებმა სამი გოლი გაიტანეს და 90-ე წუთისთვის 3:1-ს იგებდნენ. ფინბოგასონმა კომპენსირებულ დროში ორი გოლის გატანა მოასწრო - 3:3.
* * *
"ბაიერნის" კაპიტნის რანგში დებიუტი ჰქონდა ბოატენგს. მიუნხენელებმა ყველანაირი შანსი მისცეს "შტუტგარტს" დადებითი შედეგის მისაღწევად - ნელა და ზლაზვნით აგორებდნენ ბურთს, ცუდად გამოიყურებოდნენ ფიზიკურად, თითქოს მინდორზე აპირებდნენ ჰუმელსის დაბადების დღის აღნიშვნას. ლევანდოვსკის თითქმის ყველა შეხება ბურთთან წარუმატებელი იყო...
მაგრამ "ბაიერნს" ჰყავს მიულერი, რომელსაც თითქმის ყველაფერი შეუძლია. მან რამდენიმე წუთის ინტერვალით საკუთარ საჯარიმოში სახიფათო ჩაწოდება ჩაჭრა, შემდეგ კი ახლო კუთხეში გაუტანა ბრწყინვალედ მოთამაშე ცილერს. როცა მიულერს გააქვს, ეს ერთი ან სამი ქულის მოპოვების გარანტიაა - 76 ასეთი შემთხვევიდან იყო 72 მოგება და 4 ფრე!
თითქმის ერთთვიანი არდადეგების წინ "ბაიერნი" აშკარად ეკონომ-რეჟიმში თამაშობდა და პირველად 1983 წლის შემდეგ, ზედიზედ სამი მატჩი მოიგო მინიმალური ანგარიშით - 1:0. ამ შედეგის უზრუნველყოფა მეკარე ულრაიხის დამსახურებაა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 22 წლის კონგოელი აკოლოს პენალტი მოიგერია.
* * *
პეტერ შტიოგერის "დორტმუნდმა" კარდინალურად გარდაქმნა თამაში და საერთოდ უარი თქვა მაღალ პრესინგზე, რამაც შუა კვირას პირველი მოგება მოუტანა სექტემბრის შემდეგ. ამჯერად, დორტმუნდელებს უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავდათ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში პირდაპირი კონკურენტის - "ჰოფენჰაიმის" სახით.
"დორტმუნდმა" ამ გუნდს ზედიზედ მეექვსედ მოუგო, თუმცა, პირველ ტაიმში მდევრის როლში აღმოჩნდა - მარკ უტი გაუსწორდა მასპინძლების მოუწესრიგებელ დაცვას. შესვენებისთვის "ბორუსიას" უჩვეულო სტატისტიკა ჰქონდა - 11-დან მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა და 39 პროცენტი ბურთის ფლობა.
"დორტმუნდი" მეორე ტაიმში აფეთქდა. ჯერ კაგავა წააქციეს მეტოქის საჯარიმოში და ობამეიანგმა პენალტით მე-13 გოლი გაიტანა ჩემპიონატში, 89-ე წუთზე კი იაპონელმა უკვე საგოლე პასი შეასრულა და გამარჯვების გოლი პულიშიჩმა მიითვალა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, 2017 წლის აშშ-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
"ჰოფენჰაიმი" მეშვიდე ადგილამდე დაქვეითდა, რაც არ არის გასაკვირი, იმის გათვალისწინებით, რომ გუნდმა 15 ქულა დაკარგა იმ მატჩებში, რომლებშიც დაწინაურებული იყო.
ტურის ფაქტები
- ანდრე ჰანმა შეწყვიტა 12-მატჩიანი უგოლო სერია.
- "ჰამბურგი" პირველად არის პირველი წრის შემდეგ გასავარდნ ზონაში ბოლო 11 წლის განმავლობაში.
- "ჰამბურგს" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
- "ჰამბურგი" ბოლო შვიდი მატჩია, სტუმრად ვერ იგებს (=1 -6).
- "გლადბახმა" შეწყვიტა სამმატჩიანი მოუგებელი სერია.
- "კიოლნმა" სეზონში პირველ გამარჯვებას მიაღწია.
- "კიოლნის" რიგებში დებიუტი ჰქონდათ 19 წლის ბირკ რისასა და კრის ფიურიხს. სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 23 წელი და 4 თვე იყო - ყველაზე ახალგაზრდა ბოლო 50 წლის განმავლობაში.
- ბოლო 5 სეზონიდან ოთხჯერ, მეორე ბუნდესლიგაში ვარდებოდა გუნდი, რომელიც პირველი წრის შემდეგ ბოლო ადგილზე იმყოფებოდა.
- "კიოლნი" ბოლო ექვსი მატჩია, არ მარცხდება "ვოლფსბურგთან".
- "ვოლფსბურგს" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს სტუმრად.
- "შალკე" 11 მატჩია არ მარცხდება, თუმცა, ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ ითამაშა ფრედ.
- "შალკეს" ხუთი მატჩია, სტუმრად არ წაუგია და ზედიზედ სამი მატჩი ფრედ დაასრულა.
- ნალდომ ამ სეზონში მეორედ გადაარჩინა "შალკე" წაგებას მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში. პირველად ეს რურის დერბიში (4:4) მოხდა.
- "აინტრახტი" სამი მატჩია შინ ვერ იგებს, სტუმრად კი ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
- "აინტრახტს" მხოლოდ 18 გოლი აქვს გაშვებული და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ლიგაში.
- "აუგსბურგს" სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
- "აუგსბურგი" ოთხი მატჩია, შინ არ აგებს.
- "ფრაიბურგს" ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რომლის დროსაც 11 ქულა აიღო.
- "აუგსბურგს" არასოდეს წაუგია შინ "ფრაიბურგის" წინააღმდეგ (+2 =4).
- "აუგსბურგსა" და "ფრაიბურგს" არასოდეს უთამაშიათ ერთმანეთში 0:0.
- პეტერსენმა კარიერაში პირველად შეძლო ზედიზედ სამ მატჩში გოლის გატანა.
- "ბაიერნმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.
- "ბაიერნი" 30 მატჩია შინ, ბუნდესლიგაში არ მარცხდება. ბოლო საშინაო წაგების თარიღია - 2016 წლის 2 მარტი ("მაინცთან" - 1:2).
- მიულერმა 2013 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, პირველად გაიტანა გოლი შეცვლაზე შესვლის შემდეგ.
- "შტუტგარტს" ზედიზედ ოთხი წაგება აქვს.
- "შტუტგარტმა" ზედიზედ მე-13 მატჩი წააგო "ბაიერნთან". მიუნხენურ კლუბს უფრო გრძელი სერია "ვერდერის" წინააღმდეგ აქვს - 14 მოგება.
- "ბაიერნმა" ყველა ოფიციალურ მატჩში (15) შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით.
- "ვერდერმა" ამ სეზონში პირველად გაიტანა ორი გოლი პირველ ტაიმში.
- "მაინცს" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ბოლო ცხრა მატჩში კი მხოლოდ ერთი მოიგო.
- "მაინცი" ხუთი მატჩია, სტუმრად არ აგებს "ვერდერთან" (+2=3).
- "დორტმუნდმა" შეწყვიტა ყველა ტურნირზე შინ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია.
- "დორტმუნდმა" ახალი მწვრთნელის, პეტერ შტიოგერის მისვლის შემდეგ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.
- "ჰოფენჰაიმის" მთავარ მწვრთნელ ნაგელსმანს არასოდეს დაუმარცხებია "დორტმუნდი" (+1 -3).
- "ჰოფენჰაიმმა" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო სტუმრად.
- "ლევერკუზენი" 12 ტურია არ მარცხდება, რაც ყველაზე მოქმედი გრძელი სერიაა.
- "ლაიპციგს" ხუთი ოფიციალური მატჩი არ მოუგია, მათ შორის, ოთხი ბუნდესლიგაში, რაც პირველად მოხდა მის ისტორიაში.
გლადბახი-ჰამბურგი 3:1
გოლები: 1:0 ტ. აზარი (9), 1:1 ჰანი (53), 2:1 რაფაელი (74), 3:1 რაფაელი (79)
გლადბახი: ზომერი - ელვედი (54. იანტჩკე), ოქსფორდი (89. ბენგერი), ვესტერგაარდი, ვენდტი - გინტერი, კუიზანსი - ჰერმანი (70. გრიფო), ტ. აზარი - შტინდლი, რაფაელი.
კიოლნი-ვოლფსბურგი 1:0
გოლი: 1:0 კლემენსი (67)
აინტრახტი-შალკე 2:2
გოლები: 1:0 იოვიჩი (1), 2:0 ჰალერი (65), 2:1 ემბოლო (82), 2:2 ნალდო (90+5)
შალკე: ფერმანი - სტამბული, ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, შიოპფი (81. მაკკენი), მ. მაიერი, ოშჩიპკა - ჰარიტი (56. დი სანტო), ბურგშტალერი, კონოპლიანკა (68. ემბოლო).
აუგსბურგი-ფრაიბურგი 3:3
გოლები: 1:0 ფინბოგასონი (1), 1:1 გიუნტერი (20), 1:2 პეტერსენი (48), 1:3 პეტერსენი (61), 2:3 ფინბოგასონი (90), 3:3 ფინბოგასონი (90+2)
შტუტგარტი-ბაიერნი 0:1
გოლი: 0:1 მიულერი (79)
ბაიერნი: ულრაიხი - კიმიხი, ჯ. ბოატენგი, ჰუმელსი (68. ზიულე), რაფინია - ტოლისო (65. მიულერი), ხავი მარტინესი, ვიდალი - კომანი (84. ალაბა), ლევანდოვსკი, ხამეს როდრიგესი.
ვერდერი-მაინცი 2:2
გოლები: 1:0 ბარგფრედე (2), 2:0 ბელფოდილი (17), 2:1 კიასონი (70), 2:2 ფრაი (90+3)
დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 2:1
გოლები: 0:1 უტი (21), 1:1 ობამეიანგი (63-პენ), 2:1 პულიშიჩი (89)
დორტმუნდი: ბიურკი - ტოლიანი, თოფრაქი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი - კაგავა, ვაიგლი, რაფაელ გერეირო - იარმოლენკო (73. დაუდი), ობამეიანგი, პულიშიჩი (90. სუბოტიჩი).
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - პოში (90. აკპოგუმა), ფოგტი, ჰიუბნერი - კადერჟაბეკი, ცუბერი - გრილიტში - დემირბაი, ამირი - უტი (69. შალაი), გნაბრი (63. კრამარიჩი).
ჰანოვერი-ლევერკუზენი 4:4
გოლები: 0:1 ბრანდტი (11), 1:1 ბებუ (12), 2:1 ფიულკრუგი (21), 2:2 მეჰმედი (25), 3:2 კლაუსი (45), 3:3 ბეილი (47), 3:4 ბეილი (67), 4:4 კორბი (83)
ლევერკუზენი: ლენო - ტა, ს. ბენდერი (46. კორი), რეტსოსი - ჰენრიხსი, ლ. ბენდერი (46. ბეილი), მეჰმედი, ბელარაბი - ჰაფერცი, ალარიო, ბრანდტი (72. რამალიო).
ლაიპციგი-ჰერტა 2:3
გოლები: 0:1 ზელკე (5), 0:2 კალუ (31), 0:3 ზელკე (51), 1:3 ორბანი (68), 2:3 ჰალშენბერგი (90+2)
ლაიპციგი: გულაში - კროსტერმანი (61. კაიზერი), კონატე (31. დემე), ორბანი, ჰალშტენბერგი - ილსანკერი, კეიტა - კამპლი, ბრუმა - პოულსენი (46. ოგუსტენი), ვერნერი
გაძევება: ტორუნარიგა (7. ჰერტა)
ბომბარდირები: 15 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 9 - მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი).
მომდევნო ტური
12 იანვარი: ლევერკუზენი-ბაიერნი.
13 იანვარი: ვერდერი-ჰოფენჰაიმი, აინტრახტი-ფრაიბურგი, აუგსბურგი-ჰამბურგი, ჰანოვერი-მაინცი, შტუტგარტი-ჰერტა, ლაიპციგი-შალკე.
14 იანვარი: კიოლნი-გლადბახი, დორტმუნდი-ვოლფსბურგი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"