"სასიხარულოა ბოლოს და ბოლოს სახლში, მშობლიურ გუნდში გოლის გატანა. ამაში ჩემი სხეულის საუკეთესო ნაწილმაც მიიღო მონაწილეობა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერც მივხვდი ბურთი კარში როგორ შევაგდე".
30 წლის ვაგნერი "ბაიერნის" აღზრდილია, 2008 წელს დატოვა გუნდი, ბოლოს "ჰოფენჰაიმში" თამაშობდა და ამ შეხვედრაში 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, გოლი კი 90-ეზე გაიტანა.