მიუნხენის "ბაიერნმა" 17 წლის ტალანტი დაიმატა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნმა" გვაუწყა, რომ "ვანკუვერიდან" 17 წლის ტალანტი ალფონსო დევისი დაიმატა.

"რეკორდმაისტერს" აღნიშნული გარიგება 13,5 მილიონი ევრო დაუჯდა, რაც MLS-დან წასულ ფეხბურთელთა შორის სარეკორდოა.

დევისმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა, თუმცა ნოემბრამდე, ვიდრე 18 წლის არ გახდება, ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობის საშუალება არ ექნება.

ალფონსო განაში დაიბადა, თუმცა კანადის მოქალაქეობა აქვს. ის "ვანკუვერის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და პროფესიონალური კარიერაც ამ კლუბში დაიწყო.

alt"იუვენტუსმა" "ბაიერნი" რონალდოს გარეშეც დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული