03:33 26-09-2018
"ბაიერნს" გამარჯვება მარიო გიოტცეს ძმამ არ დაანება, რომელიც გუნდიდან ზაფხულში გაუშვეს [VIDEO]
AutoSharing Option
ამ შეხვედრის წინ ავად გახდა მასპინძელთა წამყვანი თავდამსხმელი ლევანდოვსკი და მის ნაცვლად მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ვაგნერი დააყენა. თავიდანვე უპირატესობას "რეკორდმაისტერი" დაეუფლა. აქტიური იყო სანჩეში.
პირველ ტაიმში ორი მომენტი ვაგნერმა, ერთი კი გნაბრიმ გაანიავა. შესვენების შემდეგ გნაბრის გადაცემის შემდეგ ანგარიში რობენმა გახსნა, მერე კი სანჩეშს მეკარე ლიუტემ არ დაანება გოლის გატანა. "ბაიერნმა" ალბათ, ჩათვალა, რომ გამარჯვება განაღდებული ჰქონდა და ოდნავ მოეშვა. მოეშვა და დაისაჯა კიდეც. თამაშის ბოლოს ნოიერის კარი შეცვლაზე შესულმა ფელიქს გიოტცემ დალაშქრა.
ფელიქსი "დორტმუნდის" ნახევარმცველის, მარიო გიოტცეს ძმაა, 20 წლისაა, "ბაიერნის" აღზრდილია, მიუნხენური გუნდი ზაფხულში დატოვა და გოლის გატანა არ აღუნიშნავს.
მიუნხენი. "ალიანს არენა". 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - აუგსბურგი 1:1
გოლები: 1:0 რობენი (48), 1:1 ფ. გიოტცე (86)
ბაიერნი: ნოიერი, კიმიჰი, მარტინესი, ჰუმელსი, ზიულე, რობენი, მიულერი, სანჩეში, გორეცკა (ალაბა 46), გნაბრი (რიბერი 59), ვაგნერი (ტიაგო 75)
აუგსბურგი: ლიუტე, ფრამბერგერი, გოუველეუვი, ჰინტერეგერი, მაკსი, ჰედირა, ბაიერი, ჰანი, მორავეკი (ფ. გიოტცე 62), კაიუბი, გრეგორიჩი (კორდოვა 77)
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული