"ბაიერნი" ნიკო კოვაჩს უშვებს - ის, შესაძლოა, არსენ ვენგერმა შეცვალოს

AutoSharing Option
"ბაიერნის" ხელმძღვანელობა ნიკო კოვაჩის მუშაობით უკმაყოფილოა და მისი შემცვლელის ძიება უკვე დაწყებული აქვს.

დღეს, 19 ოქტომბერს დაგეგმილია სპეციალური პრესკონფერენცია, სადაც, სავარაუდოდ, ხორვატი სპეციალისტის შესახებ იქნება საუბარი.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი შემცვლელის პოსტზე არსენ ვენგერის კანდიდატურაც განიხილება.

ამის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა BILD-თან ისაუბრა.

"ეს ჩემი გადასაწყვეტი საკითხი არ არის. ული ჰიონესმა და კარლ-ჰაინც რუმენიგემ ნიკო კოვაჩს ნდობა გამოუცხადეს და მისი მომავალიც მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა ვენგერმა.

ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით, მიუნხენელებმა ბოლო ოთხი მატჩიდან ვერცერთში გაიმარჯვეს, ბუნდესლიგაში მეექვსე ადგილზე არიან და ლიდერ "ბორუსიას"
ოთხი ქულით ჩამორჩებიან.

altბუნდესლიგა. VII ტური: "ბაიერნი" გაჩერდა, "დორტმუნდი" მიფრინავს [VIDEO]

alt"ბაიერნი" საკუთარი ინტრიგების მსხვერპლი შეიქნა - ისევ დამარცხდა!

altარსენ ვენგერი ფეხბურთში დაბრუნდა... როგორც მოთამაშე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული