ბუნდესლიგა. XVIII ტურის წინ: ველით გოლების წვიმას

AutoSharing Option
ბუნდესლიგა ორი მაგარი მატჩით განახლდება. პარასკევის შეხვედრით დავიწყოთ. "ბაიერნი" ჩადის "ჰოფენჰაიმთან" სათამაშოდ და "დორტმუნდის" მიერ აკრეფილ ტემპს თუ გავითვალისწინებთ, მხოლოდ 3 ქულაზე უნდა იფიქროს.

"ბაიერნს" იოლი გამოცდა ნამდვილად არ ელოდება. "რეკორდმაისტერს" არიენ რობენი და ფრანკ რიბერი დააკლდებიან. ახალგაზრდებზე ძალიან დიდ დატვირთვას უნდა ველოდოთ. მათ უნდა გაუძლონ, რადგან ახლა სწორედ მათი დრო მოდის. ამ შეხვედრაში დიდ სანახაობას და გოლების წვიმას ველით.

უდიდეს ინტერესს იწვევს ასევე "ლაიპციგისა" და "დორტმუნდის" შეხვედრა. აქაც გვარიანი სანახაობის მოლოდინში ვართ და, წესით, იმედი არ უნდა გაგვიცრუვდეს. არც
ერთი დაპირისპირებული მხარის კოზირი არ არის დაცვაში თამაში.

რა თქმა უნდა, ასეთ დროს ბედი შეტევაში უნდა ეძებო. "დორტმუნდის" ლაზარეთში ისევ არიან ფეხბურთელები, მაგრამ გუნდი უკვე მიეჩვია ამას. ბოლო წლებში ეს უკვე ტრადიციული პრობლემაა.

ახლაც, მნიშვნელოვანი მატჩის წინ ტრამირებულები არიან პაკო ალკასერი, მარკო როისი, მარიო გიოტცე, აბდუ დიალო, დან-აქსელ ზაგადუ... ცხადია, ამათგან ყველა არ დააკლდება "დორტმუნდს", მაგრამ ეს მაინც დიდ საფიქრალს უჩენს ლუსიენ ფავრს.

ასევე სანახაობრივი თამაში უნდა გამოვიდეს "ლევერკუზენსა" და "გლადბახს" შორის. ამ გუნდების მთავარი კოზირიც შეტევაა. შესაბამისად, გამოვრიცხავთ, მათ ერთმანეთის წინააღმდეგ დაცვითი რედუტები ააგონ.

მოკლედ, ბუნდესლიგის მორიგი ტურისგან ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს და იმედს ვიტოვებთ, ეს მოლოდინი არ გაგვიცრუვდება.

ფაქტები
  • "ჰოფენჰაიმისა" და "ბაიერნის" ბოლო ორ შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "აუგსბურგმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ფორტუნას".
  • "ლევერკუზენისა" და "გლადბახის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "აინტრახტისა" და "ფრაიბურგის" ბოლო 3 მატჩიდან 2 ფრედ დასრულდა.
  • "ჰანოვერისა" და "ვერდერის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "მაინცმა" ბოლო 2 თამაშში აჯობა "შტუტგარტს".
  • "ლაიპციგისა" და "დორტმუნდის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.
  • "ვოლფსბურგმა" ბოლო 3 ბუნდესლიგური მატჩი მოიგო.

ბუნდესლიგა. XVIII ტური
პარასკევი, 18 იანვარი
ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 23:30

შაბათი, 19 იანვარი
ლევერკუზენი-გლადბახი 18:30
შტუტგარტი-მაინცი 18:30
აინტრახტი-ფრაიბურგი 18:30
აუგსბურგი-ფორტუნა 18:30
ჰანოვერი-ვერდერი 18:30
ლაიპციგი-დორტმუნდი 21:30

კვირა, 20 იანვარი
ნიურნბერგი-ჰერტა 18:30
შალკე-ვოლფსბურგი 21:00

ბომბარდირები: 12 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 11 - მარკო როისი (დორტმუნდი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 10 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 9 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), თორგან აზარი (გლადბახი), ალასან პლეა (გლადბახი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული