"ბაიერნმა" "დორტმუნდი" გააბითურა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აპრილს, ბუნდესლიგის 28-ე ტურში "ბაიერნმა" სახლში 5:0 გაანადგურა "დორტმუნდი".

ამ ამატჩს გულშემატკივრები დიდი ინტერესით ელოდნენ - "ბაიერნი" ლიდერ "დორტმუნდს" 2 ქულით ჩამორჩებოდა და გამარჯვების შემთხვევაში თავად გალიდერდებოდა.

მიუნხენში საყვარელ გუნდს საქომაგოდ 10 ათასზე მეტი გულშემატკივარი გაჰყვა.

"რეკორდმაისტერის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ბრძანა, თუ ვერ მოვიგეთ, ჩემპიონობის ღირსებ არ ვიქნებითო, ხოლო ბავარიული გუნდის მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა თქვა, რომ იცოდა, თუ როგორ დაემარცხებინა მეტოქე. თურმე, სცოდნია.

"ბაიერნმა" ყველა კომპონენტში დაჯაბნა მოწინააღმდეგე და პირველ ადგილზე დამკვიდრდა.

თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა და ბუნდესლიგაზე
284 მატჩში 201 გოლი გაიტანა - უფრო ნაკლებ შეხვედრაში ეს მხოლოდ გერდ მიულერმა მოახერხა.

მატს ჰუმელსმა ბუნდესლიგის ზედიზედ მე-11 სეზონში გაიტანა გოლი.

მიუნხენი. "ალიანც არენა". 75 000 მაყურებელი
ბაიერნი - დორტმუნდი 5:0
გოლები: 1:0 ჰუმელსი (10), 2:0 ლევანდოვსკი (17), 3:0 ხავი მარტინესი (41), 4:0 გნაბრი (43), 5:0 ლევანდოვსკი (89)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული