ლუკას პოდოლსკი გერმანიაში შაურმების ქსელს აფართოვებს

AutoSharing Option
პოლონური წარმოშობის 34 წლის გერმანელი თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი იაპონიის "ვისელ კობეში" თამაშობს და პარალელურად გასულ წელს ბიზნესიც წამოიწყო.

მან მშობლიურ ქალაქ კიოლნში უკვე მეხუთე საშაურმე გახსნა და ამბობს, რომ მალე სწრაფი კვების ობიექტებს გერმანიის სხვა ქალაქებშიც გახსნის.

ლუკასის თქმით, მისი შაურმა საუკეთესოა და ბიზნესი ფეხბურთის თამაშში ხელს არ უშლის.

იაპონიის J1 ლიგაზე "ვისელ კობე" მეათე ადგილზეა, პოდოლსკიმ კი 11 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული