ლუკას პოდოლსკი: მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ძლიერი დარტყმით დამაჯილდოვა

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ფორვარდმა ლუკას პოდოლსკიმ ინგლისთან (1:0) ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ "გალათასარაის" 31 წლის ფეხბურთელმა ბოლო მატჩი ჩაატარა ეროვნულ გუნდში.

"ყველაფერი ისე მოხდა, როგორც კინოში. მადლობა ღმერთს, რომ მარცხენა ფეხით ასეთი ძლიერი დარტყმით დამაჯილდოვა. დღეს ეს გამომადგა.

ბრწყინვალე მატჩი, შესანიშნავი შედეგი და დამშვიდობების კარგი საშუალება. გულშემატკივრები ისე კარგად მომესალმნენ, რომ დამბურძგლა", - თქვა პოდოლსკიმ.

- გერმანია-ინგლისი 1:0 - "ათიანის" გამოთხოვება და ბენეფისი [VIDEO]

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული