"ბაიერნმა" ჰავერცს 8-მილიონიანი ხელფასი შესთავაზა

AutoSharing Option
"ბაიერნი" "ბაიერის" ნახევარმცველ კაი ჰავერცის ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს.

"რეკორდმაისტერმა" ჰავერცის ზაფხულში შეძენა გადაწყვიტა და მას 5-წლიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 8 მილიონი ევრო შესთავაზა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაის ტრანსფერი მის მსურველ კლუბს 130 მილიონი დაუჯდება. ჰავერცის სამსახურით აგრეთვე "ლივერპული", პსჟ და "ბარსელონა" არიან დაინტერესებულნი.

ამ სეზონში ჰავერცმა ბუნდესლიგის 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული