სამაგალითო ფეხბურთელი და მოქალაქე - მარკო როისმა მცირე საწარმოებს 500 ათასი შესწირა

AutoSharing Option
კორონავირუსის გამო გერმანიაში მცირე ბიზნესი დაზარალდა და "დორტმუნდის" ფეხბურთელი მარკო როისი მათი დახმარების ინიციატივით გამოვიდა.

30 წლის ნახევარმცველმა მშობლიური ქალაქის, დორტმუნდის მცირე საწარმოებს 500 ათასი ევრო გამოუყო.

"საპარიკმახეროებს და რესტორნებს ამ მძიმე სიტუაციაში არსებობა უჭირთ. ასეთი საწარმოები ქალაქისთვის უნიკალურია. იყავით სოლიდალურნი, გაიღეთ დახმარება, მხარი დაუჭირეთ. კორონავირუსთან ბრძოლაში ერთმანეთს უნდა დავუახლოვდეთ და ერთი მთლიანი უნდა გავხდეთ", - წერს როისი "ინსტაგრამზე".

გერმანიაში კორონავირუსით 281 ადამიანი გარდაიცვალა. ბუნდესლიგა აპრილის შუა რიცხვებამდე შეჩერებულია.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეკონომისტია კაცი, ზოგადად ყველა ვარსკვლავი ფეხბურთშიც და სხვა სფეროშიც ჭკვიანია. იყიენებნ ბრბოს და ფულებს აწიწკნიან შოუში.
სახიჩარი
13:42 28-03-2020
3

სიახლეები პოპულარული