მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი კლუბთან შეთანხმებას ვერ ახერხებს და როგორც გერმანული Bild-ი წერს, ამისი მიზეზი ბავარიული კლუბის კაპიტნის მოთხოვნაა.
წყაროს ცნობით, "ბაიერნსა" და ნოიერს შორის გამართული მოლაპარაკებების კიდევ ერთი ეტაპი წარუმატებლად წარიმართა და მხარეები ერთ პოზიციაზე ვერ შეჯერდნენ.
ნოიერს კონტრაქტის გაფორმება 2025 წლამდე უნდა, კლუბს კი 2 წლით ნაკლები ვადით, 2023 წლამდე სურს მეკარის დატოვება.
აღსანიშნავია ის, რომ თუ "ბაიერნი" ნოიერს 2025 წლამდე დაიტოვებს, "შალკენ" გადმოყვანილ ახალგაზრდა მეკარე ალეკსანდრ ნიუბელს კონტრაქტის მთელი ვადის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევს.
ნოიერს "ბაიერნი" უარს ეუბნება, ლონდონური გრანდი კი იწვევს
ნოიერის უპატიებელი შეცდომა, ლევანდოვსკის დუბლი და "ბაიერნმა" აუტსაიდერთან ძლივს მოიგო [VIDEO]