მიულერი "ბაიერნთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს

AutoSharing Option
TZ-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" მზადაა ტომას მიულერს ახალი 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, "ბაიერნი" მიულერს 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობდა, თუმცა მოლაპარაკებები გართულდა, რამდენადაც ფეხბურთელის მხარეს მინიმუმ 2-წლიანი კონტრაქტი სურდა. საბოლოოდ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ კონტრაქტს ხელს მოაწერენ, როცა ფეხბურთი განახლდება და უსაფრთხო გახდება.

მიულერი "ბავარიის" ღირსებას 2009 წლიდან იცავს. ამ პერიოდში მან 521 შეხვედრა გამართა, სადაც 195 გოლი გაიტანა და 186 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული