ტომას მიულერმა მწვრთნელს პანღური ამოარტყა - პროტოკოლი კი არ დაურღვევია

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 26-ე ტურში "ბაიერნმა" სტუმრად "უნიონი" 2:0 დაამარცხა. ამ მატჩის 89-ე წუთზე უცნაური რამ მოხდა.

მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს ხელის ჩამორთმევა ეკრძალებათ და როდესაც 89-ე წუთზე მიუნხენური გუნდის თავკაცმა ჰანს-დიტერ ფლიკმა თავდამსხმელი ტომას მიულერი შეცვალა, მან პანღური ამოარტყა. ჭიტლაყი პროტოკოლით არ იკრძალება და მიულერს გერმანიის ფეხბურთის კავშირი არ დასჯის.

პირველ ტაიმში მიულერმა გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ არ ჩათვალა - თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგას მოვკლავ მე
ჰანსაიე
14:12 18-05-2020
0
კარგი, და მსაჯს რატომ არ ამოარტყა ეგ ჭიტლაყი?
იდალგო
14:51 18-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული