დორტმუნდის "ბორუსიას" მცველმა მატს ჰუმელსმა მიუნხენის "ბავარიასთან" 1:0 განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ ნორმალურად ვითამაშეთ, მაგრამ გვაკლდა დეტალები. ჩვენ შევქმენით შეტევები, მაგრამ ეს არ იყო 100%-იანი მომენტები. ამაშია მთელი საქმე. ზოგჯერ ასეთი თამაშების შედეგს გენიალური მომენტები წყვეტს. ეს მომენტი დღეს კიმიჰის იყო.
ახლა ყველაფერი "ბავარიის" ხელშია. 7 ქულით ჩამოვრჩებით და ისღა დაგვრჩენია, რომ ყველა შეხვედრა მოვიგოთ და ვიმედოვნებთ, რომ დაჩენილ 6 მატჩში 3-ჯერ წაიბორძიკებს." - ციტირებს ჰუმელსს მიუნხენური კლუბის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, "ბაიერნს" 64 ქულა აქვს და ბუნდესლიგის ლიდერია, ხოლო
"დორტმუნდი" 57 ქულით მეორე ადგილს დასჯერდა.