
"რომამ" თავისუფალ აგენტად მყოფ 35 წლის მცველს, მატს ჰუმელსს, ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
რომაულ გუნდში ჰუმელსი 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, მისი სეზონური გასამრჯელო კი 2.5 მილიონი ევრო, პლუს ბონუსები იქნება.
ჰუმელსმა ზაფხულში "დორტმუნდთან" ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა.