"ვერდერი" ბუნდესლიგაში დარჩა - 41 წლის პისარო პენსიაზე გავიდა

AutoSharing Option
"ვერდერმა" ბუნდესლიგაში დარჩენისათვის მატჩში გასვლაზე "ჰაიდენჰაიმთან" ფრეს (2:2) მიაღწია და ვინაიდან პირველი შეხვედრა 0:0 იყო დასრულებული, სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით გამარჯვებული გამოვიდა და გერმანიის უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

ბრემენული გუნდი ბოლოს ბუნდესლიგიდან 1980 წელს გავარდა.

ამ მატჩში სათადარიგო იყო "ვერდერის" 41 წლის პერუელი თავდამსხმელი კლაუდიო პისარო, რომელმაც ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.

ჰაიდენჰაიმი - ვერდერი 2:2
გოლები: 0:1 ტოიერკუფი (3 საკ. კარში), 1:1 კლიაკლიანდინსტი (85), 1:2 აუგუსტინსონი (90+4), 2:2 კლიაკლიანდინსტი (90+7, პენ)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული