ლევერკუზენული ზღაპარი - ხაბი ალონსოს გუნდმა ბუნდესლიგა მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„ლევერკუზენი“ „ნევერკუზენი“ აღარაა

ბუნდესლიგის 29-ე ტურში „ბაიერმა“ სახლში „ვერდერს“ 5:0 სძლია და ხუთი ტურით ადრე გახდა ჩემპიონი.

ქალაქში ზეიმი ადრევე დაიწყო, საყვარელ გუნდს გულშემატკივრები ქუჩაში დახვდნენ, სტადიონზე შეაცილეს და ფეხბურთელებმა იმედი არ გაუცრუეს - „ფარმაცევტებმა“ „ბაიერნის“ თერთმეტწლიანი ჰეგემონია დაამხეს და პირველად მოიპოვეს ოქროს მედლები.

ხაბი ალონსოს გუნდი ბოლო 43 მატჩში დაუმარცხებელია - 38 მოგება და 5 ფრე. 

გაუმარჯოს ახალ, ღირსეულ ჩემპიონს, რომელიც ქვეყნის თასის და ევროპა ლიგის მოგებასაც შეეცდება.

ლევერკუზენი. „ბაიარენა“
ბაიერი - ვერდერი 5:0
გოლები: 1:0 ბონიფასე (25, პენ), 2:0 ჯაკა (60), 3:0 ვირტცი (68), 4:0
ვირტცი (83), 5:0 ვირტცი (90)

altევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: შოკირებული "ენფილდი", "ბაიერის" მორიგი გამარჯვება და "რომას" მიერ ძლეული "მილანი" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო!მილოცვა დაიმსახურეს!
სოსო
21:35 14-04-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული