ჩუპო-მოტინგმა "ბაიერნში" სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
გერმანიის თასის პირველ რაუნდში "ბაიერნმა" მეხუთე ლიგის "დიურენი" 3:0 დაამარცხა.

დუბლი დებიუტანტმა ერიკ-მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა შეასრულა. მას ორივე საგოლე გადაცემა მეორე დებიუტანტმა ბუნა სარმა გაუკეთა. კიდევ ერთი გოლი პენალტით ტომას მიულერმა გაიტანა.

მიუნხენურ გუნდში პირველად ითამაშეს მეკარე ალექსანდრ ნიუბელმა, ნახევარმცველებმა მარკო როკმა, ანჯელო შტილერმა, დანიელს ონტუჟანსმა, თავდამსხმელებმა არმინდო ზიბმა და ფიტე არპმა.

"რეკორდმაისტერში" აგრეთვე "იუვენტუსიდან" დაბრუნებულმა დუგლას კოსტამ ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული