გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოახიმ ლიოვი "ბაიერნის" თავდამსხმელ ტომას მიულერს დაუკავშირდა, - იტყობინება "ბილდი".
ლიოვმა მიულერს უთხრა, რომ ევროპის მომავალ ჩემპიონატზე სურს წაიყვანოს. ფეხბურთელის პასუხი უცნობია.
ტურნირზე ყოველ გუნდს განაცხადში შეუძლია 26 ფეხბურთელი ჰყავდეს. ლიოვი განაცხადის გამოქვეყნებას 19 მაისს აპირებს.
ტურნირზე ყოველ გუნდს განაცხადში შეუძლია 26 ფეხბურთელი ჰყავდეს. ლიოვი განაცხადის გამოქვეყნებას 19 მაისს აპირებს.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიოვი ეროვნულ გუნდში აგრეთვე მატს ჰუმელსსა (დორტმუნდი) და ჯერომ ბოატენგს (ბაიერნი) დააბრუნებს.