ლიოვი მზადაა ნაკრებში მიულერის, ჰუმელსისა და ბოატენგის დაბრუნება განიხილოს

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გადაწყვიტა, ეროვნულ გუნდში მატს ჰუმელსის (დორტმუნდი), ტომას მიულერისა და ჯერომ ბოატენგის (ორივე ბაიერნი) დაბრუნების საკითხი განიხილოს.

"როდესაც ცვლილებები იწყება, მათზე უარის თქმა არ შეიძლება. პანდემიამ თითქმის მთელი წელი წაგვართვა და ამიტომ, თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელია, ამ პროცესის შეჩერება შეიძლება განვიხილოთ.

თუ საჭიროდ ჩავთვლი, რომ ვიღაცას შეუძლია თავისი ლიდერული თვისებებით გუნდს რამე შესძინოს, ამას არ გამოვრიცხავ", - განაცხადა ლიოვმა Sportschau-სთან ინტერვიუში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ლიოვმა "კიკერსაც" დაუდასტურა.

თუმცა მან აღნიშნა, რომ ამ სამ ფეხბურთელს მ
არტში ჩასატარებელი მატჩებისთვის არ გამოიძახებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აშკარად ახალი მწვრთნელი სჭირდებათ გერმანელებს. ლიოვს უკვე აღარ ჰყოფნის რესურსი. გაახალგაზრდავება თუ გადაწყვიტა, 3 წლის წინ გაშვებულ ხალხს აბრუნებს?
: )))))))
10:27 01-03-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული