კარლ-ჰაინც რუმენიგემ "ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
რუმენიგეს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ ვადამდე გაწყვიტა. მას ოლივერ კანი შეცვლის.
რუმენიგემ თქვა, რომ 20-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, გუნდში ახალი მწვრთნელით ახალი ერა დაიწყება, კანი ახალი სეზონიდან თავიდანვე უნდა შეუდგეს მუშაობას და თავად ამაყი მიდის "ბაიერნიდან", რამეთუ ეკონომიკურად და სტრუქტურულად გამართულს ტოვებს.