ლოთარი და მისი ცოლები - მათეუსი მეხუთესაც გაშორდა

AutoSharing Option
გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მათეუსი მორიგ მეუღლეს დასცილდა.

60 წლის მათეუსი თავის მეხუთე ცოლს, რუს მოდელს, ანასტასია კლიმკოს დასცილდა, რომელზეც 2014 წელს დაქორწინდა.

კლიმკო მათეუსზე 27 წლით უმცროსია. მათ საერთო შვილი ჰყავთ - 7 წლის მილანი.

ლოთარმა "ბილდს" აცნობა, რომ 2021 წლის დასაწყისში დაშორდნენ ერთმანეთს.

წინა ქორწინებებიდან მას კიდევ სამი შვილი ჰყავს: 35 წლის ალისა, 33 წლის ვიოლა და 29 წლის ლორისი.

ჯერ უცნობია, აპირებს თუ არა მათეუსი ოჯახის მეექვსედ შექმნას.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლა ლოთარია რა :)
ლოთი კაცი
18:05 06-10-2021
0
მეხუთე ყველაზე მაგარია!
alexandre
14:30 06-10-2021
0

სიახლეები პოპულარული