Diario Sport-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" "ბარსელონაში" განვითარებულ მძიმე მოვლენებს ეშმაკური მზერით აკვირდება...
საქმე იმას ეხება, რომ პერსპექტივაში მიუნხენური გრანდი კატალონიელთა რომელიმე ან რამდენიმე ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას ეცდება.
"ბაიერნში" თვლიანი, რომ არსებული წარუმატებელი შედეგების ფონზე "ბლაუგრანას" შემადგენლობის გარკვეული ფეხბურთელები, შესაძლოა, იულიან ნაგელსმანის პროექტით მოხიბლონ.
გერმანულ გრანდში ვვარაუდობენ, რომ თუ ფინანსური პრობლემები გაუგრძელდათ, "ბარსელონა" რამდენიმე ფეხბურთელთან განშორებას გადაწყვეტს.
ბოლო წლებში "ბაიერნმა" ინტერესი ტერ შტეგენის, ფრენკი დე იონგის, ჟორჟინიო დესტისა და პედრის მიმართ გამოხატა.