"ფრაიბურგმა" "გლადბახს" პირველ ტაიმში 6 გოლი გაუტანა და მისსავე მოედანზე გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში, "გლადბახმა" "ფრაიბურგს" უმასპინძლა და 0:6 განადგურდა.

სტუმრებმა ექვსივე გოლი 1-ელ ტაიმში გაიტანეს.

ჯერ კიდევ მე-12 წუთზე "ფრაიბურგი" ეგესტაინის (2), შადესა (5) და ლინჰარტის (12) გოლებით სამბურთიანი უპირატესობით იმარჯვებდა.

დარჩენილი სამი ბურთი კი ნიკოლას ჰოფლერმა (19), ლუკას ჰოლერმა (25) და ნიკო შლოტერვერკმა (37) გაიტანეს.

ამრიგად, "გლადბახი" 18 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 11 დეკემბერს, "ლაიპციგის" პირისპირ გამართავს.

"ფრაიბურგი" 25 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს, შემდეგი ტურის მატჩს კი იმავე 11 დეკემბერს "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული