მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა, ტომას მიულერმა მის კარიერაში ჩაშლილ ტრანსფერებზე ისაუბრა.
"2015 წელს "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობამ "მანჩესტერ იუნაიტედის" გიჟურ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც ამ გუნდისგან ნდობა დავინახე. ადრე დიდი შანსი იყო თავი "ჰოფენჰაიმში" ამომეყო, თუმცა ჰერმან გერლანდმა პირადად დაბლოკა ჩემი ტრანსფერი.
როდესაც გუნდში ნიკო კოვაცი მოვიდა, ნელ-ნელა სათამაშო დრო მომეცა, შემდეგ კლუბის წარმომადგენლებს შევხვდი და ყველა დეტალზე ვისაუბრეთ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. დავტოვებ თუ არა "ბაიერნს"? ახლა ვერ გიპასუხებთ, თავს კარგად ვგრძნობ, არ ვარ არანაირი ზეწოლის ქვეშ" - განაცხადა მიულერმა.
შეგახსენებთ, გერმანელი
ფეხბურთელი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2008 წლიდან იცავს, რა დროშიც 414 შეხვედრა ჩაატარა და თავი 137 გოლით გამოიჩინა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით