"ბაიერნმა" ლევანდოვსკის შემცვლელს პრემიერლიგაში მიაგნო

AutoSharing Option
Spox-ის ინფორმაციით, "ბაიერნმა" "ევერტონიდან" ბრაზილიელი შემტევის რიშარლისონის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო და ფეხბურთელის აგენტსაც დაუკავშირდა.

"რეკორდმაისტერს" ეს საჭიროება მას შემდეგ დაუდგა, რაც გუნდის პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ "ალიანს არენას" დატოვება გადაწყვიტა.

რიშარლისონს "გუდისონ პარკის" ბინადრებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მიმდინარე პრემიერ ლიგაში მან 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 10 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება ლევანდოვსკის, ის სავარაუდოდ, კარიერას "ბარსელონაში" განაგრძობს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სალიჰამიჯიჩი და მაგის საძმო წკეპლით უნდა ცემო და გააგდო გუნდიდან.!!! რა რიშარლისონი
იურგენ კლინსმანი
22 მაისი 2022 01:21
1
დიდი ბოდიში, მაგრამ რომ არ ვთქვა, არ შემიძლია - ქართულში კიდევ ერთი რუსული ჟარგონი შემოვიდა - მაზგაჩობ. თავიდან ვერ მივხვდი რა არის, მერე გავიგე: რუსულად მოზგი ტვინია. სხვათა შორის, ასეთი ტერმინი (მაზგაჩი) რუსულში არ არის. თუ მაინცდამაინც ჟარგონით გინდათ დაწეროთ, გამოიყენეთ ქართული - ნუ ტვინიკოსობ ან რაიმე სხვა.
ნუკრი
21 მაისი 2022 19:59
4
ლევანდოვსკის ბაიერნში უახლოეს 10 წელი და შეიძლება უფრო მეტიც ვერავინ შეცვლის. კაცმა გერდ მიულერის შედეგები დაამხო რა შემცვლელზეა საუბარი?
G.LA
21 მაისი 2022 18:25
4
დღეს ლევანდოვსკის სრულფასოვანი შეცვლა,ალბათ არავის შეუძლია.
სოსო
21 მაისი 2022 16:31
2
კაცო, ამის მოყვანას იბრა მოიყვანოს ბარსამ, არ ურჩევნია? აგერ ტერ შტეგენსაც უშვებენო და ბუფონიც ზედმისწრება იქნება.
barsa
21 მაისი 2022 15:06
3
გუცაევი უგუნდოდ არის..
გრიშო
22 მაისი 2022 15:12
0
ნუ მაზგაჩობ
kombato
21 მაისი 2022 18:52
6
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული