როგორც ცნობილია, მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის, გუნდის შეცვლა სურს, თუმცა "ბაიერნი" მის გაშვებას არ აპირებს და ფეხბურთელისგან კონტრაქტის პირობების ბოლომდე შესრულებას მოითხოვს.
ამასთან დაკავშირებით ლევანდოვსკის აგენტმა გუშინ გერმანულ გამოცემა BILD-თან ისაუბრა, სადაც დაადასტურა, რომ მიუნხენელთა შემტევს კარიერის გაგრძელება მისი ბავშვობის ოცნების გუნდში, "ბარსელონაში" სურს.
"მას უბრალოდ კლუბის დატოვება და ახალი გამოწვევების მიღება უნდა. 34 წლისაა და უნდა, რომ თავისი ოცნება აისრულოს. ზაფხულში გუნდს აუცილებლად დატოვებს".
ტრანსფერის კიდევ ერთ მიზეზად ზაჰავი "ბაიერნის" ბორდის მიმართ ფეხბურთელის უპატივცემულობას ასახელებს.
"ტრანსფერი ამ
ზაფხულშივე გვსურს. ჩვენთვის ფული მნიშვნელოვანი არაა. სიმართლე ის არის, რომ თვითონ ფეხბურთელი რამდენიმე თვეა "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობისგან პატივისცემას და დაფასებას ვერ გრძნობს. მათ დაკარგეს რობერტი არა როგორც ფეხბურთელი, არამედ - ადამიანი".
როგორც ცნობილია, გერმანული გრანდის სპორტული დირექტორი ჰასან სამიჰალივიჩი პოლონელის გაშვებას არ აპირებს, რადგან მას გუნდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ამასთან დაკავშირებით ზაჰავიმ განაცხადა:
"შეუძლია თუ არა "ბაიერნს" მისი დატოვება 2023 წლამდე? რა თქმა უნდა, მაგრამ მე მათ ამის გაკეთებას არ ვურჩევ".
შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკისთვის ამ ეტაპზე ერთადერთ სასურველ გუნდად "ბარსელონა" ითვლება. როგორც პრესაში ვარაუდობენ, კატალონიური გრანდი მალე პირველ შეთავაზებას გააკეთებს.