გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური კლუბი ნიგერიელ თავდამსხმელს 100 მილიონ ევროდ აფასებს, "რეკორდმაისტერი" კი ნეაპოლელებთან მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებს და ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად ყველა ღონეს იხმარს.
იწერება იმის შესახებაც, რომ აფრიკელი შემტევის დამატება "ნიუკასლს", "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურთ.
გასულ სეზონში ოსიმენმა 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 18 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მომზადებულია footbal-litalia-ს მიხედვით