ფორვარდს ერთადერთი სასურველი გუნდი ჰყავს - საუბარია კატალონიის "ბარსელონაზე".
თავის მხრივ, ესპანური კლუბი ფეხბურთელის გაფორმებას არ ჩქარობს, რადგან გუნდის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ფინანსური პრობლემების მოგვარებას ცდილობს, იქამდე, სანამ ახალ ფეხბურთელებს გაიფორმებენ.
"რეკორდმაისტერი" პოლონელის გაშვებაზე თანახმა არაა, სანამ ლევანდოვსკის ადექვატურ შემცვლელს არ მიაგნებენ.
გერმანული გამოცემა Sport1.de-ს ინფორმაციით, "ლევა" გუნდის ზარებს არ პასუხობს და მათთან საუბარი არ სურს. თუ მიუნხენური გრანდი პოზიციას არ შეიცვლის, მოთამაშე კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადებას
33 წლის ფორვარდმა ამ სეზონში ჩატარებულ 50 მატჩში 46 გოლის გატანა მოახერხა, მისი კონტრაქტი "ბაიერნთან" 2023 წელს იწურება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ შემტევმა შემდგომი სეზონიც ბუნდესლიგაში გაატაროს.
მომზადებულია Sports-ის მიერ.
მოამზადა ნიკალა მახარობლიშვილმა