21:10 06-10-2024
ლევანდოვსკის ჰეთ თრიკი 32 წუთში - "ბარსელონამ" "ალავესი" დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩი თავიდანვე "ბლაუგრანას" უპირატესობით დაიწყო და მე-7 წუთზე ვეტერანმა ფეხბურთელმა რაფინიას პასით საკუთარი გუნდი დააწინაურა. 22-ე წუთზე პოლონელმა კვლავ რაფინიას პასით ისარგებლა და მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, 32-ე წუთზე კი ერიკ გარსიას გადაცემით შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
შეგახსენებთ, "ბარსელონა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 24 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს, ჰანსი ფლიკის გუნდი მორიგ მატჩს 20 ოქტომბერს "სევილიას" წინააღმდეგ გამართავს.
"ალავესი" 10 ქულით მე-13 ადგილზეა და 18 ოქტომბერს "ვალიადოლიდს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული

