
"ჰერტას" ნახევარმცველმა კევინ-პრინს ბოატენგმა ბერლინელებთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა.
განის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ქომაგების პატივისცემის ნიშნად 2023 ცალი უფასო ქაბაბით გაუმასპინძლდება, ინფორმაცია გერმანული გუნდის პრესის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. კერძის განაწილება 2022/2023 წლების სეზონის პირველ მატჩში მოხდება, ბერლინელები საწყის ტურში ფრანკფურტის "აინტრახტს" მიიღებენ.
შეგახსენებთ, ბოატენგმა გასულ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, თუმცა თავი ვერც გოლით და ვერც შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა