"აინტრახტმა" "ვერდერს" ადვილად სძლია - შეაჩერებს "ნაპოლი" კოლო მუანის?

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 21-ე ტურში "აინტრახტმა" სახლში "ვერდერი" 2:0 დაამარცხა, თანაც უპრობლემოდ და "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგაზე მომავალი მატჩისთვის ძალები დაზოგა.

მასპინძელთა გუნდის 24 წლის თავდამსხმელმა რანდალ კოლო მუანიმ ისევ გაიტანა - ის მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ სეზონში მინიმუმ 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. ეს ადრე პსჟ-ის ფორვარდებმა ლეო მესიმ და ნეიმარმა მოახერხეს. ხვიჩა კვარაცხელიამ 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.

"აინტრახტი" 38 ქულით მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონას 2 ქულა აშორებს.

შეგახსენებთ, "აინტრახტისა" და "ნაპოლის"
მატჩი 22 თებერვალს გაიმართება.

ფრანკფურტი. "დოიჩე ბანკ პარკი"
აინტრახტი - ვერდერი 2:0
გოლები: 1:0 ფრიდლი (7, საკ. კარში), 2:0 კოლო მუანი (52)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძაან მეშინია ამ თამაშის. საერთოდ სხვანაირი ფეხბურთი იქნება, თან ჩემპიონთა ლიგაზა და ბოლომდე იბრძოლებს აინტრახტი.
ერთი ფეხის დაცდენა, ერთი უგოლო თამაში და კი ვიცი დივნის პროფესორები რასაფ იზამენ მაგრამ ეგ არაა მნიშვნელოვანი, მაგათი სახე უკვე ვიცი.
იმდენად მინდა ნაპოლი მეოთხედფინალში გავიდეს, რომ წინასწარ ვნერვიულობ, თან ძალიან. მიუხედავად ამხელა უპირატესობისა სერია ა ში, მიუხედავად ლივერპულთან და აიაქსთან საოცარი თამაშებისა, მაინც მგონია ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაზე არ ეყოფა რესურსი.
ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება ეს გუნდი ფინალში ვნახო, და ალბათ ფინალის დროს გულის შეტევა დაგვემართება ნამდვილ გულშემატკივრებს
5
ჯერ მარტო ბოლო ტურში ოსიმენმა ორი ხვიჩას იდეალური პასებიდან ვერც ერთი გაიტანა,ერთი პირისპირ დატოვა მეკარესთან და კიდე რამდენი იდეალური პასი გაუნიავეს თორე მინიმუმ 12-13 ასისტი უნდა ქონდეს და რაც პენლები არ არტყმევინეს ის ცალკე,მითუმეტეს მისი სამი გაკეთებული პენალტი.ასეა ეს და ამასაც დაფასება და აღნიშვნა უნდა.
გულშემატკივარი
11:47 19-02-2023
1

სიახლეები პოპულარული