კანსელოს "ბაიერნში" აღარ ათამაშებენ - ნაგელსმანმა მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში "ბაიერნმა" გასვლაზე "შტუტგარტი" 2:1 დაამარცხა. ზედიზედ მეორე მატჩია სათადარიგოთა სკამზე რჩება "რეკორდმაისტერის" მცველი ჟოაო კანსელო, ვინაც მიუნხენურ გრანდში "სიტიდან" ზაფხულამდე იჯარით გადავიდა.

მან გასულ ტურში მხოლოდ 13 წუთი მიიღო, Mercedes-Benz Arena-ზე კი სულაც არანაირი სათამაშო დრო არ მიეცა.

მატჩის შემდეგ "ბაიერნის" მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თქვა, რომ ამის მიზეზი კანსელოს კონკურენტების ძლიერი თამაშია და ჟოაოს ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს. "შტუტგარტთან" შეხვედრაში კი სტანისიჩი უფრო დაცვითი ვარიანტი იყო და ეს არჩევანიც იმიტომ გააკეთა...
მკითხველის კომენტარები / 2 /
კანსელუ ღირს 70მილიონი რასაც ნაპოლი ვერ გადაიხდის მცველში,რასპადორიც და სიმეონეც გუნდში არიან ინარით გამოსყიდვის უფლებით,რომელიც არის სავალდებულო.ოსიმენი თუ წავიდა ერთ ფორვარდს დაინატებენ ალბათ.დანარჩენი ეცდებიან ისევ უცნობი ტალანტები აღმოაჩინონ
არჩილი
06 მარტი 2023 03:41
0
კარგი იქნება ნაპოლი თუ იყიდის ზაფხულში.მარცხენა მცველად იდეალური იქნება,ტან რუის და ოლივეირას ორივეს ერთად აღებული ჯობია.უნივერსალიცაა და საჭიროების შემთხვევაში მარჯვნივაც შეუძლია თამაში.ოლივეირას გაყიდვა ან იჯარით გაშვება და კანსელოს მოყვანა კარგი იქნებოდა.ასევე ცენტრალური ნახევარმცველი,მარჯვენა შემტევი და ფორვარდი სჭირდება ნაპოლის.რასპადორი-სიმეონეს იჯარები უსრულდებათ ზაფხულში და საჭიროა კვალიფიციური ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე.
მეზღვაური
05 მარტი 2023 16:09
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული