ტომას მიულერი მომავალ წელს დაასრულებს კარიერას

AutoSharing Option
"ბაიერნი" დარწმუნებულია, რომ 33 წლის თავდამსხმელი ტომას მიულერი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ "სპორტ ბილდი" იტყობინება.

ცნობისათვის, მიულერს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მიულერი მიუნხენურ გუნდში 2009 წლიდან თამაშობს, მის რიგებში ყველა ტურნირზე 650-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მიულერი,დღესაც ბავარიის სული და გულია.დიდი იმედი მაქვს რომ ეს პროგნოზი, არ გამართლდება.ბავარიის გულშემატკივარი არა ვარ,მაგრამ მის პირად გულშემატკივრად მივიჩნევ თავს და აღტაცებული ვარ,მისი ადამიანური თუ საფეხბურთო თვისებებით.
სოსო
19:11 08-03-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული