"ბილდის" ცნობით, "ბაიერნის" მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი გადააყენეს. მიზეზი ისაა, რომ მიუნხენურმა გუნდმა "დორტმუნდთან" 9-ქულიანი უპირატესობა გაანიავა და მეორე ადგილზე დაქვეითდა.
ნაგელსმანს სეზონის დასაწყისში "ჩელსიდან" დათხოვნილი ტომას ტუხელი შეცვლის. ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ტუხელს პარასკევს ან შაბათს 2.5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
"კიკერის" რეპორტიორი გეორგ ჰოლცნერი ირწმუნება, რომ ტუხელი იქამდე აწარმოებდა "ტოტენჰემთან" სერიოზულ მოლაპარაკებებს, ვიდრე "ბაიერნი" დაუკავშირდებოდა.