როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს

AutoSharing Option
გერმანული "ბილდის" ინფორმაციით, მარკო როისი "დორტმუნდთან" კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებს და "ბორუსიაში" მომდევნო წელსაც გაირჯება.

კლუბი მას ხელფასს მნიშვნელოვნად, 12 მილიონიდან 7 მილიონამდე შეუმცირებს, თუმცა 33 წლის შემტევს სპეციალური საბონუსე სისტემა ექნება.

შეგახსენებთ, რომ როისი "სიგნალ იდუნა პარკზე" 2012 წლიდან მოყოლებული ბურთაობს. ის 160 გატანილი გოლით კლუბის ყველა დროის ბომბარდირია.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაცმა მთელი კარიერა დორტმუნდს შეწირა, ბაიერნი,რეალი,ჩელსი და კიდევ ბევრი გუნდი ეპატიჟებოდა,ამან ბოლომდე უერთგულა და გაუნახევრეს ხელფასი.. ღირებულებები მეორე ფლანგზე, 1 ფული, ფული და ფულია.. სამწუხაროა..
geo-geo
11 აპრილი 2023 15:15
7
გეო-გეო გეთანხმები იმაში რო ფეხბურთელი რომელიც მთელ კარიერას ერთ გუნდს მიუძღვნის უფრო მეტად უნდა იყოს დაფასებული გუნდისგან თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვამტყუნებ გუნდს და გეტყვი რატომაც,,ჯერ ესერთი 33-წლის ფეხბურთელისთვის 7-მილიონი რომელიც ბონუსებიანათ 10-მილიონზე უეჭველი ავა არაა პატარა ხელფასი მერე მეორეც როისი თავისი 13-15 წლიანი კარიერიდან ნახევარი გამოტოვებული აქვს ტრამვების გამო და დორტმუნდს არასდროს გადაუხედია იმ კონტრაქტისთვის რომელიც გაუფორმეს და სადაც საკმაოდ დიდი ხელფასი დაუნიშნეს,,12-მილიონი პატარა ხელფასი ნაღდად არ არი რომელიც დორტმუნდმა იმ ორი წლის განმავლობაშიც უხადა რა დროსაც ერთი თამაშიც ვერ ჩაატარა,,გადახედე იტალიაში თუნდაც ესპანეთში (რეალი ბარსას გამოკლებით)) რა ხელფასებია და მაგის მერე თუ დორტმუნდი ცუდად მოიქცა რავიცი,,თვით იტალიის და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკუთესო ფეხბურთელები რა ხელფასებს იღებენ ნაპოლიში-მილანში და ინტერში შეადარე და მერე თუ 33-წლის ვეტერანისთვის 7-მილიონი ხელფასი გეცოტავა საღოლ,,უმადურობაზე პირველი რეალი მახსენდება ბოდიში მის ფანებს მაგრამ რეალი რასაც უკეთებდა თავის ლეგენდებს დორტმუნდის არ უნდა გაგიკვირდეს
გელა
11 აპრილი 2023 20:10
0
Getanxmebi...aseti adanianebi gamonaklisia dgevandel pegburtshi...romlebistvisac ppuli araa pirvel adgilas warrmateba da travmebis nakleboba!!!
L.J .
11 აპრილი 2023 15:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული