"ბაიერნი" 27 წლის მცველ ლუკა ერნანდესს კონტრაქტს გაუგრძელებს, - იტყობინება ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი.
პლეტენბერგის ცნობით, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და უახლოეს დღეებში მხარეები ხელშეკრულებას 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებენ.
ერნანდესი "ბაიერნში" 2019 წლიდან თამაშობს, ამ სეზონში კი ჩემპიონატის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.