"ბაიერნმა" ტუხელი უკვე, შესაძლოა, მაისში გაათავისუფლოს

AutoSharing Option
Goal-ის ინფორმაციით, "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს ულტიმატუმი წაუყენა.

თუ მიუნხენური გუნდი ბუნდესლიგას ვერ მოიგებს, გერმანელ სპეციალისტს სეზონის ბოლოს გაათავისუფლებენ.

საინტერესოა, რომ 49 წლის დამრიგებელი პოსტზე მხოლოდ მარტში დაინიშნა და შესაძლოა, ამ სამსახურში მხოლოდ 3 თვე დაჰყოს.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ტუხელის "ალიანს არენაზე" მისვლის შემდგომ "რეკორდმაისტერი" გერმანიის თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა.

ბუნდესლიგაში კი ყველაფერი "ბაიერნზე" დამოკიდებული უკვე აღარაა. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე პირველ ადგილზე დორტმუნდის "ბორუსიაა" და 1 ქულით სწორედ ტუხელის გუნდს უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე ჯერ ის ვერ გავიგე რატო დაინიშნა! აწყობილი გუნდიდამ გააგდეს ნაგელსმანი და რაც უქნა ტუხელმა კი ვნახეთ. სიტიმ ხო იხმარა ორივე თამაშში, თასიდამ ხომ გამოვარდა და პლიუს ლიდერობა დაკარგა ბუნდესლიგაში! მეტი რა უნდა გაეფუჭებინა ამ კაცს. მეტის ღირსები არიან!
მურთო
22:27 25-04-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული