ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა

AutoSharing Option
78 წლის ასაკში გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა.

ბეკენბაუერი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი იყო, "ბაიერნის" შემადგენლობაში სამჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, შემდეგ მისი ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა.

ის ორჯერ გახდა "ოქროს ბურთის" მფლობელი და ოთხჯერ გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი. მან ყველა ტურნირზე 620 მატჩში 74 გოლი გაიტანა და 75 საგოლე პასი გააკეთა, გერმანიის ნაკრებში კი მის ანგარიშზე 103 მატჩში 14 გოლია.

"კაიზერ ფრანცი" მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიიჩნევა. ხშირად მოიხსენიება ფეხბურთელად, რომელმაც ლიბეროს პოზიცია
"მოიგონა".

უკანასკნელ წლებში ბეკენბაუერს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, გადაიტანა ინფარქტი, გულზე ოპერაცია გაუკეთეს და პარკინსონის
დაავადება ჰქონდა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს "დისლაიქების" მწერალი ვინაა, რა ფსიქიური აშლილობა ჭირს ასეთი?
გიორგიპირველი
09 იანვარი 2024 15:10
1
გენიალური ფეხბურთელი და მწვრთნელი,უდიდესი პიროვნება.ყველა დროის საუკეთესო ცენტრალური მცველი.ისე სხვა ფოტო რომ დაგედოთ,თუნდაც ფიფას თასით ხელში უკეთესი იქნებოდა ეს მომაკვდავი კაცის ფოტო რო დადევით.
zaza
09 იანვარი 2024 14:17
2
უმაგრესი კაცი იყო კაიზერ ფრანცი. ასეთი ადამიანები მარტო ერთ ქვეყანას ან ერთ სფეროს კი არა, მსოფლიოს აკლდებიან. ნათელში ამყოფოს უფალმა!
გიორგიპირველი
09 იანვარი 2024 12:40
1
უდიდესი ფეხბურთელი. გული დამწყდა. ბავარიის ერთგული იყო და ბოლომდე დარჩა ასე. როგორც მცველს ამდენი გოლის გატანა საოცარი შედეგია
დავით 67
09 იანვარი 2024 02:29
1
ეეჰ? მიდიან ლეგენდები!
ზურა
08 იანვარი 2024 23:43
1
გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული პიროვნება,ადამიანი -ავტორიტეტი. კაცი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს, საკუთარ სუბიექტურ აზრს პირდაპირ, ქარამების გარეშე აფიშირებდა.
5 შვილის მამა, სანიმუშო მეოჯახე და მოქალაქე. ღმერთმა მიაგოს სამუდამო სასუფეველი. დამენანა ასე უდროოდ რომ დატოვა ჩვენი რეალობა, კიდევ ბევრს მოასწრებდა, შთააგონებდა, სწორ გზაზე დააყენებდა.
მონავარდე
08 იანვარი 2024 23:38
1
ოხ, რა საძაგელი რამ არის სიკვდილი.
გია პაპა
08 იანვარი 2024 22:43
1
RIP კაიზერ ფრანც.
გია პაპა
08 იანვარი 2024 22:42
1
დიახ! - ფრანცი გადაიცვალა… ლეგენდბი არ კვდებიან! მადლობა მას…
ირაკლი
08 იანვარი 2024 22:09
1
კომენტარი საერთოდ არ არის იმიტომ რომ ადამიანი იყო ნათელი კაიზერ ფრანც შენი ფეჩხილის ფასი არ არის დღევანდელლი საქონლის ნაკრები
Data
08 იანვარი 2024 21:55
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული