"ახალ მწვრთნელზე არ ვფიქრობ" - "ბაიერნი" სეზონის გადასარჩენად მთელი ძალებით "არსენალთან" დაპირისპირებისთვის მოემზადება

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 28-ე ტურში "ბაიერნი" პირველი ტაიმის შემდეგ "ჰაიდენჰაიმს" გასვლაზე 2:0 ამარცხებდა, მაგრამ 2:3 წააგო და ჩემპინობას მხოლოდ სასწაულით თუ მოიპოვებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მიუნხენელთა სპორტულ დირექტორ მაქს ებერლის ახალი მწვრთნელის შესახებ ჰკითხეს, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე ჯერჯერობით არ ფიქრობს.

"ამჟამად არ მაინტერესებს მწვრთნელის პოვნა. "არსენალთან" მატჩზე ვფიქრობთ. ლონდონელებს "ჰაიდენჰაიმზე" მაღალი კლასის გუნდი ჰყავთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, რათა სახეში სილა არ მივიღოთ", - ციტირებს ებერლის სიტყვებს ფაბრისიო რომანო.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნის" ამჟამინდელი მწვრთნელი ტომას ტუხელი პოსტს ზაფხულში ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს. ჩემპიონთა
ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში "რეკორდმაისტერი" "არსენალს" გასვლაზე 9 აპრილს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული