"არსენალთან" მატჩის დღეს კეინის შვილები ავტოავარიაში მოჰყვნენ

AutoSharing Option
Bild-ის ცნობით, 9 აპრილს "არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩის დღეს, "ბაიერნის" ფორვარდის ჰარი კეინის შვილები ავტოავარიაში მოჰყვნენ.

კეინს 4 შვილი ჰყავს და ავტომობილში მისი სამი შვილი სამი წლის ლუი, ხუთი წლის ვივიენი და შვიდი წლის აივი იმყოფებოდნენ. ავტომობილი შემხვედრ მანქანას შეეჯახა, ავარიის შედეგად მოცურდა და სხვა ავტომობილს დაეჯახა.

საბედნიეროდ, ავარიის შედეგად ავტომობილში მსხდომები მსუბუქად დაშავდნენ და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.