ვან ნისტელროიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ყოფილი კლუბი ჩაიბაროს

AutoSharing Option
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, რუდ ვან ნისტელროიმ შესაძლოა, გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის ბინადარი "ჰამბურგი" ჩაიბაროს.

კლუბმა უკვე ყოფილი მენეჯერი შტეფენ ბაუმგარტი დაითხოვა და ნიდერლანდელიც მისი შეცვლის მთავარ კანდიდატ განიხილება.

აღსანიშნავია, რომ "ჰამბურგში" მისვლის შემთხვევაში, ეს ნისტელროისთვის პსვ-ისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ ყოფილ კლუბში მუშაობის მესამე შემთხვევა იქნება.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელის სახელს ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარ "ლესტერსაც" უკავშირებენ. ჟურნალისტ რუდი გალეტის ინფორმაციით, "მელიების" ხელმძღვანელობა სტივ კუპერის გაშვებას აპირებს, თუ შედეგებს ვერ გამოასწორებს და მისი შეცვლის მთავარ კანდიდატად სწორედ ნისტელროი და დევიდ მოიესი
ითვლებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული